პუტინმა სოხუმში 67% და ცხინვალში 87%-იანი მხარდაჭერა მიიღო
“რუსეთის ცესკოს ინფორმაციით რეფერენდუმის ხმების 99.9% დათვლილია და მოსახლეობის 77,93% პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უჭერს მხარს.
2020 წლის 15 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით. ამ ცვლილებების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს, მინისტრთა კაბინეტის და პრემიერ მინისტრის წარდგენა-დამტკიცების უფლება რუსეთის პრეზიდენტს გადაეცემა. პრეზიდენტს ექნება მათი დათხოვნის უფლება. ასევე, გაიზრდება “სახელმწიფო საბჭოს” როლი. ცვლილებები ასევე შეეხება უცხოეთის მოქალაქეობის აკრძალვას, ფედერალური საბჭოსთვის მოსამართლეები მოხსნის უფლების მიცემას, კონსტიტუციიდან რამდენიმე სიტყვის ამოღებას და ა.შ.”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პუტინმა სოხუმში 67% და ცხინვალში 87%-იანი მხარდაჭერა მიიღო / რეფერენდუმის ხმების 99.9% დათვლილია და რუსეთის მოსახლეობის 77,93% პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უჭერს მხარს.
“ამ ცვლილებების მისაღებად რეფერენდუმი ჩატარდა, რომელში მონაწილეობის მიღებაც ყველა პირს შეეძლო, ვისაც კი რუსეთის პასპორტი აქვს, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოქალაქეებს. ოკუპირებულ ცხინვალში საკონტიტუციო ცვლილებების პროექტმა 87%-იანი მხარდაჭერა მიიღო, სოხუმში კი ხმების 67% მოაგროვა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ აღნიშნული ცვლილებები ვლადიმირ პუტინს 2036 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნის და ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს აძლევს. რეფერენდუმს გამოხმაურება მოჰყვა თბილისშიც, შვეიცარიის საელჩოსთან, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაა განთავსებული, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებდნენ საქართველოში მყოფი და მცხოვრები რუსები. პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება დანარჩენი ყველაფერი კი - დეკორაციაა. მაისაიას განმარტებით, ოკუპირებულ რეგიონებში ხმები ასე იმიტომ გადანაწილდა, რომ ცხინვალში უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს და ცხინვალის პოლიტიკა რუსეთთან სრულ მიერთებას ისახავს მიზნად”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ მოეხდინა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის განულება. ანუ მას შეუძლია 2036 წლამდე კვლავ მართოს რუსეთი. ეს იყო მისი მთავარი ამოცანა. დანარჩენი ყველაფერი სხვა არის დეკორაცია. პლუს კიდევ ამას, ამით პუტინმა მოახდინა “სახელმწიფო საბჭოს” ლეგიტიმაცია. პუტინმა 2002 წელს შემიღო ორგანო „სახელმწიფო საბჭო”, რომლითაც რეალურად იგი მართავდა იმ პერიოდში ქვეყანას და ახლა კი უბრალოდ ამ ცვლილებებით, მისი ლეგალიზაცია მოახდინა. ყველაფერი ეს კიდევ იმის გამო გააკეთა, რომ კიდევ 4-ჯერ გავიდეს საპრეზიდენტო ვადაზე. კიდევ ძალიან საიტერსო საკითხია, ის რომ ამ რეფერენდუმითა და ცვლილებებით ცდილობენ, რომ პუტინს მიენიჭოს ერთგვარი ეროვნული მეთაურის სახელი და სიცოცხლის ბოლომდე იყოს ქვეყნის სათავეში... ცხინვალის რეგიონში უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს ვიდრე აფხაზეთში. ცხინვალის რეგიონს სურს სრული მიერთება რუსეთთან და ეს გამოიხატება კიდეც მათ ქმედებებში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
