„ე.წ. „დიფ სთეისთვის” არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვე შემოაქვთ რუსული ნარატივი და იწყება გაშავების პროპაგანდა, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „დროას“ დამფუძნებელი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მისი და მისი პარტიის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.
“გაირკვა, რა ღირს “ქართველი ხალხის სიყვარული”, – ამ სათაურით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, დარჩენილია ერთი ადგილი, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 15:00 საათისთვის ეს გზა მთლიანად გამავალი იქნება, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანმა განაცხადა.
სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი დაშავდა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ამის შესახებ დღეს, 22 ივლისს იუწყება ბანგლადეშის ჯანდაცვის სამინისტრო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის აბსოლუტურად ჯანსაღი არჩევნები, მიიღებს არაერთი პოლიტიკური პარტია მონაწილეობას, შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა, დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მასში კონკრეტული პოლიტიკოსების თუ პარტიების არმონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
სამხრეთ კორეაში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
