თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისს, 226 კი აჭარას უკავშირდება.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„მოიმატა თბილისში, დღეისთვის არის 397 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აჭარაში ცოტა შემცირდა და არის 226, იმერეთში მოიმატა და არის 232, სამეგრელო-ზემო სვანეთი თითქმის სტაბილურია – 27, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 15, კახეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 8, გურია – 6 შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 128 -მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს.
„ნაცმოძრაობამ“ ბათუმში შეკრიბა მოქალაქეები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე, ეს არის საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფეისბუქში წერს.
ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე საქართველოში, კოვიდსასტუმროებსა და ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს:
არჩევნების გადადების საკითხი არ განიხილება - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სანიტარიულ-ჰიგიენური წესების მიხედვით, უბანზე მყოფი ამომრჩეველი პირბადეს სულ 2-ჯერ მოიხსნის.
მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.
გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ («Deutsche Welle») თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა რუსი პოლიტიკური მიმომხილველის ფედორ კრაშენნიკოვისსტატია-კომენტარი სათაურით „ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება“. რომელშიც იგი მიუთითებს: მოსკოვში შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის რჟიმის დარღვევა იმის დემონსტრირებაა, რომ კრემლის საგარეოპოლიტიკური ამბიციები არ შეესაბამება მის შესაძლებლობებს რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე გავლენის მოხდენისათვის“.
თურქეთის პრესაში, მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ფონზე, 1920-1921 წლის მოვლენების შესახებ აქტიური დისკუსია არის გამართული პროსამთავრობო და ოპოზიციურ გაზეთებში.