პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსს კიდევ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღეს, 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია. მოსახლეობა ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტს ირჩევს.
პარტია "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს აცხადებს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერებმა ბრიფინგზე გააკეთეს.
