საქართველოს ტერიტორიაზე დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 10-11 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რეგიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2859 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველიინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 54852 -ს შეადგენს.
რუსული რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ («Эхо Москвы») გადაცემაში „განსაკუთრებული აზრი“ («Особое мнение»), პროგრამის წამყვან ნინო როსებაშვილთან ისაუბრა ცნობილმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ. საუბრის ერთ-ერთ თემა იყო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, აშშ-ის, რუსეთის, თურქეთის როლი, კონფლიქტის საქართველოზე გავლენა და ა.შ.
ავსტრიის ყოველდღიურ გაზეთ „ვინა ცაიტუნგ“-ში («Wiener Zeitung»//„ვენის გაზეთი“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპის ვალდებულება ძალიან დაბალია // მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში ევროკავშირი ბრმად მოქმედებს“, რომლის ავტორია შტეფან რაინერი, დიპლომატიური აკადემიის დირექტორი. იგი 1987-1995 წლებში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ალოიზ მოსკის მრჩეველი გახლდათ და საქართველოშიც არის ნამყოფი.
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია და ის გადადგომას არ გეგმავს.
დარწმუნებული ვარ, ახლა ხდება ციფრების ხელოვნურად გაბერვა, რათა ქვეყანა ჩაკეტონ და ხალხმა არ დაიბრუნოს მოპარული არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
ჯანმრთელობის სავარაუდო პრობლემების გამო, ვლადიმერ პუტინი იანვარში თანამდებობას დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია მოსკოვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
