სექტემბერი 21 2024
 
 

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის აღკვეთისა და პრევენციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა.


სექტემბერი 21 2024

არცერთი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონტრიბუციით ხან ავღანეთში დავყავდით - ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია, ჩვენ მთავარია თავისუფლება ავირჩიოთ და სადაც თავისუფლების დიდი ხარისხია, იმათთან კარგად უნდა ვიყოთ, ცუდად ყოფნის უფლება არ გვაქვს ვინმესთან, მცირერიცხოვანი ერი ვართ და გადაგვივლიან, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჭოტორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.


სექტემბერი 21 2024

მაგიდაზე რომ დევს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო - მინდა, მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! ვინ, ვინ და თქვენ კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


სექტემბერი 21 2024

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა.


სექტემბერი 21 2024

დედა ღვთისმშობელი შეგვეწიოს ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ დავამარცხოთ ყოველი ცოდვა და დავძლიოთ ყოველი უღირსება, რაც ჩვენში და ჩვენ ირგვლივ არის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.


სექტემბერი 20 2024

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.


სექტემბერი 20 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7277 ლარი ეღირება, ევრო – 3.0441 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6243 ლარი.


სექტემბერი 17 2024

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, მშვიდობის საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით ქართულ-აფხაზური და ოსური ნაციონალური კერძების დღე აღინიშნა.


სექტემბერი 19 2024

მთავარი დანაშაული, რომელიც სააკაშვილს და მის კრიმინალურ ბანდას ქართველი ხალხის წინაშე მიუძღვით - 2008 წლის აგვისტოს ომია, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ შეგნებულად და გააზრებულად არ ააცილეს თავიდან ქვეყანას და ხალხს, ხოლო ომის ფასი ქართველმა ხალხმა დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციით, ათეულობით ათასი დევნილად ქცეული მოქალაქით, ასზე მეტი დაკარგული სოფლითა და ჩვენი გმირების შეწყვეტილი სიცოცხლით გადაიხადა! ეს არის უპატიებელი დანაშაული, რომელსაც დრო ვერ წაშლის და ეს ღალატი ქართველ ხალხს არასდროს არ დაავიწყდება! , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსთავში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


სექტემბერი 19 2024

როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს , - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რითაც გორში გაკეთებული განცხადების შემდეგ რადიკალების რეაქციებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა თუ რას გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაში.


გვერდი 160 სულ 1370
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.