გერმანულ გაზეთ „ველტ“-ში (Die Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯარისკაცები თურმე ცოცხლები ყოფილან. რა მოხდა კუნძულ „ზმეინი“-ზე დაღუპულ გმირებთან დაკავშირებით“. პუბლიკაციაში გადმოცემულია იმ საკმაოდ გახმაურებული ფაქტის გარემოებები, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მომენტში შავი ზღვის აკვატორიაში არსებულ უკრაინის კუნძულ „ზმეინი“-ზე მოხდა.
ცნობილი ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) ბეჭდავს სტატიას სათაურით „რამდენად შესაძლებელია უკრაინის „დაუყოვნებლივი“ მიღება ევროკავშირში, როგორც ამას ვლადიმერ ზელენსკი ითხოვს?“ (ავტორი ლიუკ ლენუარი, პოლიტიკური მიმომხილველი).
ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე დღეშია. ჩვენი გაჭირვება არ ჰგავს უკრაინისას, მაგრამ რაღაც აზრით ის უარესია. უკრაინას ჰყავს მთავრობა, რომლის გარშემო ერის უდიდესი უმრავლესობაა გაერთიანებული. უკრაინელების გმირობას მთელი მსოფლიო აღფრთოვანებით უყურებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია წერს.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მესამე მსოფლიო ომი მოხდება, ეს იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი.
ქუთაისში, "კლინიკა - ლჯ"-ის და "ლჯ და კომპანიის" მედ-პერსონალის ინიციატივით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში - "გაეცი სისხლი უკრაინელი ხალხისთვის" 150-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველო დაჩქარებული წესით ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს ხვალ ოფიციალურად წარედგინება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.2419 ლარი ეღირება, ევრო – 3.5975 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3182 ლარი.
"ყოველთვის მუქარა და ცინიზმი იქნება რუსეთის მხრიდან როგორც კი შენს არჩევანს მის გარეშე დააფიქსირებ!"
ნუთუ ვერ ხვდებით, რომ რუსეთს (პუტინს ამ შემთხვევაში) არ სჭირდები და სასაცილოდ არ ჰყოფნის დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს არსებობა!? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა.
ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა?- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
რუსეთს შეუძლია დაივიწყოს სპორტული ტურნირები და მსოფლიო კულტურა, მას მხოლოდ საერთაშორისო ტრიბუნალი ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისში გაკეთებული ვიდეომიმართვისასა განაცხადა.