იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დღეს, ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა.
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთით აღვადგინე, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც ჩემი ინიციატივა იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 52-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა.
ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს? ვირსაც მოფრთხილება უნდა იმიტომ, რომ საქმე აქვს გასაკეთებელი და ტყუილად იმასაც არ უნდა დაარტყა. რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ: „ნაცები“ - ამის შესახებ დღევანდელი ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბისხევის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის შეფასებით, 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ავიარეისების განახლება, მნიშვნელოვანია.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ახალ კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშრებით Facebook-ში ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი თქმით, ვირუსი კვლავ შეუცნობელია და სამედიცინო ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გამოთვალა მისი მოქმედების ლოგიკა.
