"ჟურნალისტიკის გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა"- დავით ლიკლიკაძე

ერთ-ერთი პრესტიჟული და ყველაზე სტრესული პროფესია. ამ პროფესიის წარმომადგენლებს „მეოთხე ხელისუფლებასაც“ უწოდებენ, რადგან მათი ვალია საზოგადოების ერთგულნი იყვნენ.

ისინი შუამავლები არიან  სახელმწიფოსა და ხალხს შორის, ხმამაღლა საუბრობენ პრობლემებზე, თვალყურს ადევნებენ მოვლენებს, გვაჩვენებენ ფაქტებს, არიან გამბედავები, უშიშრები, სვამენ კითხვებს და დაჟინებით მოითხოვენ პასუხებს.

 

მსოფლიოში არსებული სტატისტიკის მიხედვით 10 ყველაზე სტრესული პროფესიიდან, ჟურნალისტიკა მე -7 ადგილს იკავებს. ეს არის პროფესია, რომლის დროსაც ყოველთვის უნდა გაიხსენო, რომ ჯერ საზოგადოების წევრი ხარ  და შემდეგ – ჟურნალისტი.

 

FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“.  ჩვენი რუბრიკის სტუმარია ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე, რომელიც საკუთარ პროფესიაზე და მის გამოწვევებზე გვესაუბრება.

 

-  გაგვაცანით თქვენი თავი (სად დაიბადეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ, როგორი იყავით ხასიათით)

- დავიბადე ჩემს საყვარელ ქალაქ ქუთაისში. ლაღი ბავშვობა მქონდა. ჩვენი ოჯახი დედას, მამას, ჩემს დას და მე - 4 ადამიანს წარმოვადგენდით. სამწუხაროდ დღეს ერთად არ ვართ. მამა გარდაცვლილია, და გათხოვდა და ცალკე ცხოვრობს, მე ოჯახის შექმნის შემდეგ ცალკე გადავედი და მხოლოდ დედა დარჩა ჩვენს დიდ სახლში. ბავშვობიდან ძალიან ცელქი ვიყავი, რასაც გავედებოდი ყველაფერს ვანგრევდი, ვაჩენდი ხანძრებს. მოკლედ ძაან ცელქი ვიყავი.

 

- რატომ აირჩიეთ პროფესია - ჟურნალისტი?

-  სრულიად შემთხვევით. თეატრალური ინსტიტუტიდან დავბრუნდი ქუთაისში და შემთხვევით ავირჩიე ჟურნალისტიკა.

 

- ეს პროფესია თქვენი ბავშვობის ოცნებაა?

- არა, ბავშვობიდან თეატრზე ვოცნებობდი. ჩემი ფიქრებით მუდამ სცენაზე ვიყავი.

 

- როგორ მიაღწიეთ წარმატებას? რა ხერხები ან რა თვისებები დაგჭირდათ ამისთვის?

- პირველ რიგში ვუმადლი ღმერთს. ალბათ იღბლიანი ვიყავი. ბედი დამყვა. ცხადია შრომის შედეგია, მაგრამ იღბალი ყოველთვის მქონდა. იუმორი დამეხმარა ყველა ეტაპზე. ადვილად გავდიოდი ყველა გზას იუმორით.

 

- რა არის თქვენი პროფესიის მთავარი მიზანი? რას ემსახურებით?

- სიკეთე და მხოლოდ სიკეთე. მე თუ სიკეთეს არ ვთესავ, მაშინ აზრი არ აქვს ჟურნალისტიკას. მუდამ ხალხის სამსახურში უნდა იყო.

 

- თქვენი აზრით, რა უნარჩვევები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, რომ თქვენს პროფესიას დაეუფლოს?

- უნდა უყვარდეს შრომა. ზერელედ არაფერი არ გამოდის. თან არ უნდა დანებდეს. ყოველთვის არის დაცემა, მაგრამ არ უნდა მოეშვას.

 

- რას ურჩევდით მომავალ თაობას, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ თქვენი პროფესიის არჩევა?

- თქვენ გაგიმართლათ ვისაც ჟურნალისტიკა გინდათ. ეს არის უმაგრესი პროფესია და ძალზედ საინტერესო. ხანდახან ვფიქრობ, რომ არა ჟურნალისტიკა ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა.

 

წაკითხვა 1138 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 18 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.