Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 093 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 298 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%.
ჩვენი ერიც და ყოველი ადამიანიც უნდა მიილტვოდეს, უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა ის გზა აჩვენოს თუ რომელი გზით უნდა იაროს მან. უფალმა კი ამ გზაზე უნდა დააყენოს ადამიანიც და ერიც, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ აღნიშნა.
ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კოლონებს ქუთაისში კონტრაქციით დახვდნენ. ქალაქის შესასვლელთან მოქალაქეები ცოცხებით დგანან და ავტომობილებს შეძახილებით აცილებენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს დაექვემდებარება,- ამის შესახებ ბათუმის მერიაში აცხადებენ.
ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა და თან დღეს …
მე მომწონს ეს შინაგანი თავისუფლება ,რომელიც წლების ბრძოლით მოვიპოვე და ასევე ბრძოლით შევინარჩუნე და ამიტომაც დავწერ ისე, როგორც ვფიქრობ სააკაშვილზე … - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია წერს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 620 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1982 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.0%.
რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზს პოლიტიკურ იარაღად არ იყენებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ ახალი სამუშაო ჯგუფი შეიძლება იყოს ბოლო შანსი კოვიდ 19- ის წარმოშობის დასადგენად.
