April 26, 2024

"ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია, თუმცა კვლავ საყურადღებო"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა სიტუაცია კვლავ საყურადღებოა.

მისი თქმით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების შედარებით მცირე რაოდენობა ტესტირების შემცირების შედეგია, რადგან შაბათ-კვირას კლინიკებისადმი მიმართვიანობა დაბალია.

 

„ეპიდსიტუაცია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გარკვეულად სტაბილიზირდება. საშუალოდ 17-19 ათას ტესტამდე კეთდება  და ახალ შემთხვევათა რაოდენობა ჩამოსცილდა 3 ათას შემთხვევას, დღეს 1 731 შემთხვევაა, რაც განპირობებულია ტესტების რაოდენობის შემცირებით, რომელიც ყოველთვის გვაქვს შაბათს და კვირას,რადგან მიმართვიანობა ნაკლებია. სულ ჩატარდა 9 812 ტესტი და ამიტომაც 1 731 ახალი შემთხვევაა დღეს. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის ელემენტები გამოჩნდა ამ შეზღუდვების და გაფართოებული ტესტირების ფონზე, არ გვაძლევს ეს დამშვიდების საფუძველს, რადგან 2-დან 3 ათასამდე ახალი შემთხვევა მაინც ძალიან საყურადღებოა და არავითარი მოშვების საფუძველს არ იძლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 377 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.