April 29, 2024

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 685 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 490 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 242 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 562 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 332 441-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 490 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 312 349-მდე.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 499 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 136, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 52, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 567, საიდანაც: 4 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 432, აჭარაში - 473, იმერეთში - 549. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში - 445, აჭარაში - 98, იმერეთში -160. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 7, იმერეთში - 16. 662 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 359 - თბილისში, 267- აჭარაში. 10 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 17 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 673 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 637 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 025 პირი, აჭარაში - 1 462, იმერეთში - 1 790.

წაკითხვა 344 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.