April 29, 2024

მსოფლიოს კორონავირუსის "ოლიმპიური" შტამი ემუქრება - მედიკოსები

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანების მასობრივი შეკრებამ, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაართულოს და COVID-19-ის ახალი, "ოლიმპიური" ვარიანტიც კი წარმოქმნას. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იაპონიის ექიმთა კავშირის ხელმძღვანელმა, ნაოტო უეიამამ განაცხადა.

"ვირუსის სხვადასხვა მუტირებული შტამი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას არსებობს, აქ, ტოკიოში მოახდენს კონცენტრაციას, აქ შეიკრიბება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ახალი შტამს, რომელიც, შესაძლოა, ოლიმპიადის შემდეგ გაჩნდეს", - განაცხადა მან.

 

უეიამას თქმით, ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე დაახლოებით 200 ქვეყნისა და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

 

Worldometer-ის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის დასაწყისიდან იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 725,5 ათასი შემთხვევა დადასტურდა, აქედან დაახლოებით 12,5 ათასი პაციენტი გარდაიცვალა, 650, 1 ათასი გამოჯანმრთელდა.

წაკითხვა 315 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.