ოქტომბერი 31 2018 წაკითხვა 1021 ჯერ

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება, ,,ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატების მიერ, ,,იმერეთი ნიუსზე'' თავდასხმისა და დეპუტატ ელეონორა არჩაიას ოჯახზე ზეწოლის ფაქტების აფიშირებას მოჰყვა. გიგა შუშანიამ ხელისუფლება ადამიანის უფლებების ხელყოფაში დაადანაშაულა, რასაც მისი თქმით, ყველაზე მეტად ზაზა სარალიძისთვის კარვის ჩამორთმევის ფაქტი მოწმობს. საპასუხოდ, ,,ქართული ოცნების'' დეპუტატებმა ოპოზიციას გვირგვლიანის საქმე შეახსენეს და აღნიშნეს, რომ ადამიანის უფლებები წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც მნიშვნელოვნად ირღვეოდა, რის შემდეგაც ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს. მათი თქმით, საკრებულო ქალაქის პრობლემების გარდა ყველაფერს განიხილავს და სხდომაზე დარჩენას აზრი არ აქვს.

ოქტომბერი 30 2018 წაკითხვა 1756 ჯერ

ხონში ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის’’ ახალი კორპუსი გაიხსნა. 2400 მ2-ზე განთავსებული ორსართულიანი სამედიცინო შენობა ოთხი განყოფილებისგან შედგება და 100 პაციენტზეა გათვლილი.

ოქტომბერი 28 2018 წაკითხვა 882 ჯერ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში უბედური შემთხვევა მოხდა. 23 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

ოქტომბერი 28 2018 წაკითხვა 882 ჯერ
საქართველოში 4.2 მაგნიტურის მიწისძვრა მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ადასტურებს.
ოქტომბერი 26 2018 წაკითხვა 1076 ჯერ

ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართა. ნატო ქათამაძემ მდინარე ოღასკურის რეაბილიტაციის პროექტის არასწორ განხორციელებაზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ყოფილი დეპუტატის თქმით, მდინარის ფსკერის მობეტონებას პროექტი არ ითვალისწინებდა და აღნიშნული სამუშაოები, სავარაუდოდ, კანონდარღვევით წარიმართა.

ოქტომბერი 25 2018 წაკითხვა 825 ჯერ

ოჯახის წევრები და ახლობლები გორში, ცხრა წლის ნანა ბერიაშვილს  ეძებენ. ბავშვის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავებს ოჯახმა დღეს საღამოს შეატყობინა.

გვერდი 137 სულ 138
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.