May 11, 2024

ნოემბერი 13 2018 წაკითხვა 860 ჯერ
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმერეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს ქალთა წარმომადგენლობა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან შედარებით, გაზრდილია. ამასთან, სამი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქალია. მიუხედავად ამისა, ქალთა წარმომადგენლობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს შორის დაბალია.
ნოემბერი 12 2018 წაკითხვა 822 ჯერ

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე 200 მეხანძრე მაშველი მუშაობს. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. მეხანძრე-მაშველები ვარაუდობენ, რომ ცეხლის ლოკალიზება დღეს მოხერხდება.

ნოემბერი 11 2018 წაკითხვა 906 ჯერ

,,არა უსამართლობას’’, ,,სოლიდარობა შვილმოკლულ მამებს’’ - ამ და სხვა ლოზუნგებით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და სამართალდამცველების ქმედება დაგმეს.

ნოემბერი 10 2018 წაკითხვა 800 ჯერ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით, ფორუმი გაიმართა.

ნოემბერი 09 2018 წაკითხვა 799 ჯერ

არცთუ ისე დიდი ხანია, რაც გურჯაანის რაიონში, ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას, სოფელ ზიარში ძველი ქვის ხანის პერიოდის (ქვ. პალეოლითის) პირველყოფილი ადამიანის ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო აღმოაჩინეს.

ნოემბერი 09 2018 წაკითხვა 964 ჯერ

,,დიასახლისი არ არის უფასო მუშახელი, შეაფასე და დააფასე ჩემი შრომა“; ,,გავათანაბროთ ქალების და კაცების ხელფასები’’ - ამ და სხვა ლოზუნგებით ქუთაისში, მონპლაზირის თაღთან,  პერფორმანსი გაიმართა. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, "გენდერული თანასწორობისათვის" გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მოეწყო. კამპანიის ,,თანსწორობა გვჭირდება’’-ს მიზანია ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემშლელი ბარიერებისა და არსებული გამოწვევების შესახებ, დისკუსიების გენერირება და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

გვერდი 136 სულ 138
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.