April 26, 2024

რა ეფექტი მოჰყვა შეზღუდვების დაწესებას

“საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების შემოღებიდან 5 დღე გავიდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენას ინფიცირებიდან საშუალოდ ხუთი დღე სჭირდება.

შესაძლებელია თუ არა ამ 5-დღიანი პერიოდის შემდეგ რაიმე კონკრეტული დასკვნების გაკეთება, თუ რა კონკრეტული ეფექტი აქვს ახალ შეზღუდვებს? კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გარკვეული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. უშუალოდ შეზღუდვების შემოღების დღეს, 28 ნოემბერს, კორონავირუსული ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 472-ს შეადგენდა, ხოლო 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, ახალი შემთხვევების რიცხვი 3 759-ია. 28 ნოემბერს გარდაცვლილთა რიცხვი 34 ადამიანი იყო, ხოლო 1-ლ დეკემბერს - 36”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნაწილობრივი ლოქდაუნის მე-5 დღე - რა ეფექტი მოჰყვა შეზღუდვების დაწესებას.

 

“ჯერჯერობით რაღაც ეფექტს არც ველოდებით, ეს სადღაც ორი კვირის თავზე უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა - სიკვდილიანობა შემცირებას კიდევ უფრო გვიან დაიწყებს. ასეთია ეპიდემიის გავრცელების ლოგიკა, ჯერჯერობით ამის თქმა შეგვიძლია”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე. როგორც ის ამბობს, ეპიდსიტუაცია რაც დღესაა იმის შედეგია, რაც ორი-სამი კვირის წინ ქვეყანაში ხდებოდა. ახალი შეზღუდვების შედეგს კი, ეპიდემიის გავრცელების ლოგიკიდან გამომდინარე, ორი კვირის თავზე მივიღებთ. „ჯერჯერობით რაღაც ეფექტს არც ველოდებით, ეს სადღაც ორი კვირის თავზე უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა - სიკვდილიანობა შემცირებას კიდევ უფრო გვიან დაიწყებს”, - განმარტავს რესპონდენტი, რომლის აზრით, “ასეთია ეპიდემიის გავრცელების ლოგიკა, ჯერჯერობით ამის თქმა შეგვიძლია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ახლა რასაც დღეს ვიღებთ, ესაა იმის შედეგი, ორი ან სამი კვირის წინ რაც ხდებოდა. თუ ჩვენ პირველი დღიდან რეგულაციების დაცვა დავიწყეთ, დარღვევები და აქციები კვლავ არ იყო და ა.შ., ჩავთვალოთ, რომ ჯერ შენელება უნდა მოხდეს, ანუ შემთხვევების მატება უნდა შემცირდეს და მერე დაღმავალზე უნდა წამოვიდეს და გარკვეულ რაოდენობაზე დასტაბილურდეს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე და შეკითხვაზე - “სიკვდილიანობის შემცირებას როდის შეიძლება ველოდოთ?” - პასუხობს:

 

“დღევანდელიდან თუ გადავთვლით, ორი ან თითქმის სამი კვირა უნდა იმისათვის, რომ შემცირდეს”.

წაკითხვა 261 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.