April 27, 2024

რამდენ პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი - ვინ არის ბარიერის ზღვარზე

“წვრილი პარტიები არჩევნებში იმის რისკს ხედავენ, რომ პარლამენტში შესაძლოა მხოლოდ ენმ და “ქართული ოცნება” მოხვდნენ. ამ დრომდე გამოქვეყნებულ კვლევებშიც დიდწილად ბარიერს ორი პარტია ლახავს, თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღეის პოლიტიკური მოცემულობით, დამატებით კიდევ ოთხი პარტიაა, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პოტენციალი აქვთ, თუმცა, ეს წინასაარჩევნო კამპანიაზეა დამოკიდებული.

“თუ შემდეგ პარლამენტში მხოლოდ “ნაცები” და “ქოცები” იქნებიან, მე მგონი, ერთობის შედგომას ჯობია, რომ ვიზაზე და ბილეთზე “ვიჩალიჩოთ” და ქვეყნები შევარჩიოთ, სად ჯობია ცხოვრების გაგრძელება, თუმცა, ასეთი პესიმისტი არ ვარ, ქართველი ხალხის მჯერა და შეუძლებელი მგონია, რომ ისეთი იდიოტები ვიყოთ, რომ მარტო “ქოცები” და “ნაცები” ავირჩიოთ" - ამის შესახებ პარტია "გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ სამი პარტიაა, რომელთაგან ორს რამდენიმე თანამგზავრი პარტია ჰყავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენ პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი - ვინ არის ბარიერის ზღვარზე.

“ჩვენ საერთოდ მიგვაჩნია, რომ სულ სამი პარტია არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. აქედან ორი პარტია ერთი პარტიით კი არ გადის არჩევნებზე, არამედ 5-5, 6-6 თანამგზავრი პარტია ჰყავთ. აგერ, ორი დღის წინ “ქოცებმა” შექმნეს “ხალხის ძალა”, ასევე “ნაცებმა” შექმნეს გვარამიას და მელიას გაერთიანება”, - განაცხადა ხვიჩიამ. აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ენმ-მ და “სტრატეგია აღმაშენებელმა” ალიანსი შეკრეს. 11 მარტს “ნაცმოძრაობის” ყოფილმა ჩავჯდომარემ ნიკა მელიამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ პარტია “ახალი” დააფუძნეს. 20 მარტს პარტია “ხალხის ძალის” სათავო ოფისში პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც “ხალხის ძალის” მმართველობითი რგოლი დამტკიცდა. სხდომაზე პარტია “ხალხის ძალის” გენერალურ მდივნად დიმიტრი ხუნდაძე აირჩიეს, აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, პოლიტიკური მდივანი - მიხეილ ყაველაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი - ეკა სეფაშვილი, ხოლო რეგიონული მდივანი - ვიქტორ ჯაფარიძე გახდნენ, რომელთა კანდიდატურებს სხდომამ ერთხმად დაუჭირა მხარი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ასევე, მთავარი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარტიის სამოქმედო გეგმა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, დაიგეგმა პარტიის რეგიონული სტრუქტურის ჩამოყალიბება და რეგიონებში ლიდერების შეხვედრები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, დღევანდელი მოცემულობით, “ქართული ოცნებისა” და ენმ-ს გარდა, ბარიერთან ახლოს კიდევ ოთხი პარტია დგას. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ დღეის პოლიტიკური მოცემულობით ის მოლოდინი რეალურია, რომ პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შევიდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჯერჯერობით სიტუაცია მაინც გაურკვეველია, თუმცა, უკვე არის ის ვითარება, როცა 5%-იან ბარიერთან ახლოს ოთხი პარტია დგას, ესაა გახარიას “საქართველოსთვის”, “ლელო”, მელია-გვარამიას “ახალი” და “ხალხის ძალა”. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მელია-გვარამიას ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ, “ხალხის ძალა” იმაზეა დამოკიდებული თუ პროცესი როგორ განვითარდება, ანუ “ქართულ ოცნებას” დასჭირდება თუ არა ისინი პარლამენტში. თუ დასჭირდება, ესე იგი 5%-იან ბარიერს გადალახავენ. გახარიასა და “ლელოს” პოზიციები იგივეა და არაფერი არ შეცვლილა, დღეის მონაცემებით ამის თქმა შემიძლია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რეალურია იმის მოლოდინი, რომ პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შვიდეს. რას გულისხმობს ბატონი იაგო არ ვიცი - პარლამენტში პარტიის უბრალოდ შესვლას და ბარიერის გადაბიჯებას თუ ისეთი რაოდენობით შესვლას, რომ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა მოახდინონ. პირველი ვარიანტი - ბარიერის გადაბიჯება, პარტიებმა რომც 5%-ს გადააბიჯონ, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის არაფრის მომცემი არაა და ვისაც წასვლა უნდა სჯობს რომ წავიდეს. თუ აღმოჩნდა, რომ შედეგები ისეთი დადგა, რომ ხელისუფლებას არ შეეძლება ერთპარტიულად გადაწყვეტილებების მიღება, მრავალპარტიულობა მაშინაა რეალური. თორე სიაში მრავალპარტიულობა ისე, რომ ეს პარტიები გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენდნენ, დემოკრატიისთვის არაფრის მომცემია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “რამდენად აქვთ ბარიერის გადალახვის პოტენციალი ენმ-“ოცნების” გარდა სხვა პარტიებს, თუნდაც გვარამია-მელიას ერთობას?” - პასუხობს:

“ასეთი საკითხის დასმის დროს ყოველთვის ის პარტიები მახსენდება, რომლებიც ადრე “ნაცმოძრაობას” გამოეყვნენ და დღეს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ...”

წაკითხვა 118 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.