May 20, 2024

,,რამდენი გადაურჩება ყინვისგან სიკვდილს'' - მამა პეტრე კოლხი ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 

 

,,ეკლესიის კარი ყოველ ღამით გაიღოს, უსახლკარო ადამიანების შესაფარებლად"...

უწმინდესის ამ იდეამ ბავშვობა გამახსენა... 
პატარა ვიყავი, თბილისში თითქმის არავინ მყავდა... ფეხით მიყვარდა სიარული... უმეტესად ლესელიძეზე, სოლოლაკში, მთაწმინდაზე დავდიოდი... თითქოს გრანელის ნაბიჯებს ავედევნე... თან ლოცვასავით ვიმეორებდი... ,,უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი"... ტერენტიც ჩემსავით წალენჯიხიდან ჩამოვიდა... ისიც ჩემსავით უსახლკარო იყო და ღამეებს სამრეკლოებზე, კიბის ქვეშ, სასაფლაოებზე ათევდა... იმ დროს, როცა თბილისის და მარტოობის ერთგული ბინადარი იყო, ჩემზე ბევრად მეტ წლებს მოითვლიდა...


საღამომდე იმდენს დავდიოდი, მუხლებს ვერ ვგრძნობდი, ყინვისგან ტერფებიც მეწვოდა... ღამე კი სადღაც უნდა შემეფარებინა თავი... 
მახსოვს, ერთ გადათეთრებულ დილას, ვერცხლის ქუჩაზე გაყინული უპოვარი იპოვნეს... მას მერე შიში მქონდა, მეც რომელიმე სახლის კედელზე არ მივყინულიყავი...
მერე გავბედე და სიონს მივაშურე... იმ დროს ტაძრის ღამის დარაჯს დავუახლოვდი... შევეცოდე, ასაკითაც პატარა ვიყავი და თავად მითხრა, არ შეიძლება აქ დაგტოვო, მაგრამ თავშესაფარი თუ არ გაქვს, ღუმელთან იყავი და შეგიძლია გათბეო... გამათბობელთან ვერ ვჯდებოდი, რადგან ღვთისმშობლის ხატიდან გადმოსული დედური მზრუნველობა უფრო მათბობდა... რაღაც ლოცვები ზეპირად ვიცოდი... ხან იმას ვჩურჩულებდი, ხანაც ფრესკებს თავს მივადებდი და ფეხზე მდგარს მეძინებოდა...
მერე უთენია ტაძრიდან გავიდოდი, დარაჯისთვის ვინმეს შენიშვნა რომ არ მიეცა... 
ასე გამოვიარე ზამთრის გაფიჩხული ღამეები...


უწმინდესის სურვილმა გამახარა... რამდენი გადაურჩება ყინვისგან სიკვდილს!..
მიყვახარ, უწმინდესო!..''-წერს პეტრე კოლხი.

წაკითხვა 951 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.