May 20, 2024

,,ვინც ე.წ. "გაშავებულები" არ ვართ, ის დროა თავში ხელები წავიშინოთ რას ვიხდიდით ამ პროცენტებს''-ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს:

 

,,ჯერ ერთი, ვინც ე.წ. "გაშავებულები" არ ვართ, ის დროა თავში ხელები წავიშინოთ რას ვიხდიდით ამ პროცენტებს რო ვიხდიდითთქვა;

მეორეც – ეხლა გამოდის რო იმ პროცენტებთან ერთად, რასაც საკუთარ კრედიტებზე ვიხდი, "გაშავებულების" გასათეთრებლად ქართუ ბანკის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გაცემული კრედიტის პროცენტებიც ჩემი ჯიბიდან უნდა ამოიღონ;

მესამეც – ან იმ "გაშავებულებს" რა ხეირი გათეთრებისგან – ახალი რეგულაციებით იმას მიიღებენ რაც ეხლა ყველამ გაიფიქრეთ;

მეოთხეც – არანაირი "შავი სია" არ არსებობს. არსებობს არასაიმედო კრედიტორთა რეესტრი და ამას ვერავინ გააუქმებს.

მეხუთეც – ჯერ ის უფასო ფული ვერ დავხარჯეთ იმდენია, დაგვახარჯინეთ თორე ამდენი პატივისცემით გვერდებში მოგვიჭერს!

აქ შევჩერდები. შეიძლებოდა პუნქტობრივად 48–მდეც ავსულიყავი ამ მორიგ ტყუილზე სასაუბროდ, მაგრამ მეშინია მერე სალომე ზურაბიშვილმა მადლობა არ გადამიხადოს მხარდაჭერისთვის, ამიტომ ჯერჯერობით ამ 5 პუნქტს ვიკმარებ''-წერს ირინა სარიშვილი.

წაკითხვა 823 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.