May 20, 2024

,,ქოცებმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ადამიანურად სუსტ ადგილას “დაარტყეს” - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

,,გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას. ჩემი მხრიდან მიზებზე საუბარი იქნება უკიდურესად არასწორი. მაგრამ ნიკამ იცის ეს მიზეზები და ისიც, რომ ვაშაძისთვის ეს უმძიმესი თემაა. ისევე როგორც იციან ქოცებმა და ამიტომაც “დაარტყეს” ადამიანურად სუსტ ადგილას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს. მეც ძალიან გავრბაზრდი, როცა მივხვდი სად ისროდა ქვებს ზურაბიშვილის ბიჭი. ამიტომაც არ მიკვირს ნიკას გუშინდელი რეაქცია. მე, უარესი მქონდა და ვინც მიზეზს გაიგებთ, კიდევ უფრო უარესი გექნებათ. თორემ, სხვის პირადზე რომ არ უნდა ვილაპარაკოთ, ვინ და გვარამიამ იცის, რომელსაც ნახევარქათამას სარეკლამო და მუსიკალურ კლიპებში ეძახიან. ნიკას ორივე შვილი ზუსტად ისე უყურებს ამბავს “ნახევარქათამა” მამაზე, როგორც სალომე მის შვილს უყურებდა, როცა ვაშაძის ბიჭს “დოღზე” ითხოვდა მაგრამ პროტესტი არ გასჩენია. არც ქალური, არც დედური.

იქნებ, ერთხელაც ისე გავბრაზდეთ რომ ერთმანეთის პირადი სივრცეები წინასაარჩევნოდ კი არა, საერთოდ დავივიწყოთ, ოღონდ ყველამ.ორივე მხარემ''-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

 
 
 
წაკითხვა 1328 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.