May 20, 2024

,,რელიგია დასჯის ერთგვარ მეთოდს დაემსგავსა''-მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

,,ქრისტეს სახელით ნაქადაგებ ძალადობას ახსნა არ მოეძებნება... თუნდაც ეკლესიური ცხოვრების დაწყებას ქადაგებდე, არავის აქვს უფლება, ვინმე ძალით მიიყვანო ტაძრის კარამდე. არჩევანის თავისუფლება უზენაესია... უფალს ჩვენზე მეტად სურს ნებისმიერის გადარჩენა, მაგრამ ის თავისუფალ ნებაზე აფუძნებს თავის მოძღვრებას... ისე არაფერი ამახინჯებს ქრისტიანობას, როგორც იძულება... სხვამ არ უნდა გვაიძულოს, ან ჩვენი სურვილით უნდა ვაკეთოთ, ანდა ჩვენვე ვაიძულოთ საკუთარი თავი... 

გაუაზრებელი, ფანატიზმით გადადგმული ნაბიჯები უფლის გზაზე, მხოლოდ ერთ შედეგს იძლევა-აგრესიას... 
ქრისტიანობას თავად ქრისტიანების აზროვნება აცდა, არაქრისტიანებზე რომ არაფერი ვთქვათ... რელიგია დასჯის ერთგვარ მეთოდს დაემსგავსა...

ხშირად მოვისმენთ ტერმინებს-,,ღმერთი დაგსჯის", ,,ღმერთი შეგრისხავს", ,,ღმერთი შურს იძიებს", ,,ღმერთი განსაცდელს მოგივლენს"... რა გამოდის, ღმერთმაც გულში ბოღმის ჩადება იცის?!..

ეს დამახინჯებული წარმოდგენაა სიყვარულზე, სიკეთეზე, აზროვნებაზე, განათლებაზე, თავისუფლებაზე დაფუძნებული რელიგიის შესახებ...

ძველი აღთქმა ორიათას წელზე მეტია დასრულდა, მაგრამ დროს გონებრივარ ჩამოვრჩით და ისევ ძველი აღღქმის მოქალაქეებად დავრჩით... 

ყველაზე თანამედროვე ქრისტე კი მოგვიწოდებს, ვიყოთ თავისუფალი... ,,თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს''-წერს პეტრე კოლხი. 
წაკითხვა 815 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.