May 20, 2024

,,მიშა და ბიძინა პოლიტიკურად გაცვდნენ''-გურამ ქართველიშვილი

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

,,ნდობის რესურსი ამოწურა ლიბერალურმა და ქოცნაცურმა მმართველობამ. მიშა და ბიძინა პოლიტიკურად გაცვდნენ. ისე გაუჭირდათ, რომ ხალხს ბანკის ვალებსაც კი უქვითავენ და მილიარდს არ იშურებენ. ბიძო იხდის, მაგრამ ათმაგად ამოიღებს არჩევნების შემდეგ... ეს გასაგებია, ქვეყანა გაყიდულია და ანტიქართული საქმე ბოლომდეა მისაყვანი, მაგრამ მე ქართველების მოკლე მეხსიერება მაოცებს. ამას წინათ ბიძინას ვიდეოგამოსვლას წავაწყდი, რომელსაც 5000 მდე მაამებლური კომენტარი ახლდა. კომენტარები, რომლებიც ასე მეგონა დავით აღმაშენებელს ეძღვნებოდა... არ არის ჩვენი სახელმწიფოებრივი უსინდისობის საშველი ქართველებო. მალე გადაივლის ეს არჩევნებიც და როცა მარიხუანის, გენდერგანათლების, გარყვნილების და საერთო დეგრადაციის ახალი შემოტევა დაიწყება, მერე უმღერეთ პოლიქრონიონი არქიფოს და მიშას.

მსოფლიოში ვერ ნახავთ ერს, რომელიც ასე მონურად ემსახურებოდეს დაუძინებელ მტერს და მას შვილებს წირავდეს''-წერს გურამ ქართველიშვილი.
წაკითხვა 885 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.