May 10, 2024

"რა კობახიძე?! რა ღარიბაშვილი?! რა ტიკარაძე?! ვინ არიან? აქ როგორ მოხვდნენ?"

"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"ივანიშვილის პირველი "წასვლის" შემდეგ გამახსენდა ეს ანეკდოტი. ახლა უფრო აქტუალურია:

ახალგაზრდა ბიჭი რო იღვიძებს ნაცემი. წინა ღამის არაფერი ახსოვს. მამას ეკითხება, რა მოხდაო.

რა და, შვილო, გატიალებული რო მოეთრიე სახლში, ეგ არაფერი, ვიფიქრე, ვის არ დაულევიაო.

გატრაკება რომ დაიწყე, ვიფიქრე, სკოლა დაამთავრა ბიჭმა, ერთხელ ხდება, ჯანდაბას, გავუტარებო.

მერე, მე და დედაშენს რო აგვიშარდი და გინება დაგვიწყე, კი გამიჭირდა თავის შეკავება, მაგრამ ვიფიქრე, მალე დაიძინებს და ხვალ ვესაუბრები მეთქი.

მაგრამ ოთახიდან გასვლამდე როიალზე რო აძვერი, ზედ მოისაქმე, შიგ ასანთები ჩაარჭე და გამოაცხადე, აწი ამ ზღარბმა ჩვენთან უნდა იცხოვროსო, აი მანდ ვეღარ გავძელი და გაგიგდე წიხლქვეშო.

 

ხოდა, იმას მოგახსენებდით, რომ ხელისუფლება კი არა, ივანიშვილის დანატოვარ ზღარბში ჩარჭობილი ასანთის ღერები მართავენ ქვეყანას.

 

რა კობახიძე?! რა ღარიბაშვილი?! რა ტიკარაძე?! ვინ არიან? საიდან მოვიდნენ? აქ როგორ მოხვდნენ?

 

სალომე ზურაბიშვილსაც დავამატებდი, მაგრამ აგერ შარლ მიშელთან ერთად რაღაც სვეტი გამოუქვეყნებია - ღმერთო, ასეთ მეგობრებს მიმიხედე, მტრებს მე მივხედავ," - წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 1171 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.