May 10, 2024

“გარეჯი საქართველოა”, გელათი არაა, ხომ? - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში გელათის ტაძრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

"მონღოლების, ოსმანების, რუსების ბატონობას გაუძლო, 900 წლის განმავლობაში რაღაცით მაინც ხომ ხურავდნენ, იმდროინდელი მწირი “ტექნოლოგიებით”, რომ აქამდე მოეღწია. 21-ე საუკუნეში სახურავს რომ ვერ დააგებ, ანუ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ჰიდროიზოლაციას რომ ვერ მოაბამ თავს, რას უნდა მოაბა თავი საერთოდ მაშინ.

 

გელათის ფრესკები თვალსა და ხელს შუა გვეცლება. გადადგებოდა კი არა, კინწისკვრით უნდა გაყრილიყო მთავრობა მხოლოდ ამ დანაშაულის გამო.

 

იმერეთიდან თბილისში ჩამოდიან მარშებით ბუნების დასაცავად. გელათი მაინც გამოიარონ. გარეჯის “მცველები” გელათს რატომ არ იცავენ? ე.წ. “ოჯახის სიწმინდის დღეებზე” ათასობით რომ გამოდიან ქუჩაში, ასი მაინც გამოვიდეს გელათის დასაცავად.

 

არ იზამენ ამას. ეს რომ ქნან, იქით მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი წამოიწევს, აქეთ ეკლესიის. ყველა დანაშულის უკან ხომ ადამიანები დგანან-საერო, სასულიერო, პოლიტიკური, არაპოლიტიკური. ვიღაცის ინტერესებს შეეხები. სადღაც ფულის ფაქტორიც იქნება, როგორც მუდმივი ფაქტორი. ამ ინტერესთა რთულ ხლართებში გახვეული აღმოჩნდა გელათი და ისე ჩამოიშალა ფრესკები, რომ გაპროტესტებაც კი არ ვაღირსეთ.

 

“გარეჯი საქართველოა”, გელათი არაა, ხომ?"- წერს რომან გოცირიძე.

 

წაკითხვა 409 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.