May 10, 2024

"მე მათ მხარეს ვარ და ვიქნები" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

ხუხაშვილი "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებსა და რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. 

 

"შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჰესის მშენებლობის მომხრეთა პრაქტიკულად ყველა არგუმენტს ვიზიარებ.

 

ამასთანავე, მიმაჩნია რომ მთავარი ფასეულობა ამ ქვეყანაში ადამიანია. ის "შუქიც" მისთვის გვჭირდება.

 

და თუ ამ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ შუქი მისი საარსებო გარემოს ხარჯზე გვექნება, სვამს კითხვებს და პასუხად ტალახის სროლას, ცილისწამებას, შეურაცხყოფას იღებს ხალხისგან, რომელსაც ერთი დღეც არ უსუნთქია რიონის ხეობის ჰაერით, გამონაბოლქვით გაჟღენთილი ვაკის ჰავას არის მიჩვეული, კარგი განათლება მიიღო, კარგად ცხოვრობს, აბსოლუტურ ღირებულებად შუქი და შესაბამისი კომფორტი მიაჩნია. 

 

არ აინტერესებს ამ ხალხის განცდა, თუნდაც მცდარი და უარგუმენტო - გიცხადებთ, რომ მე მათ მხარეს ვარ და ვიქნები.

 

სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, მარიტა მუსელიანს, მაკა სულაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ უხეშად შეეხენ მათ საარსებო გარემოს, მათ წარსულს, აწმყოს და მომავალს", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 503 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.