May 12, 2024

ნინოწმინდაში რაც ხდება მხოლოდ აისბერგის წვერია - ზურა ჯაფარიძე

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მთავარი პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც ილია მეორეს ხელში სრულად დახურულ, პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტს წარმოადგენს.

ჯაფარიძე წერს, რომ ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს და კონკორდატი გაუქმდეს.

 

"ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია. პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პილიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში.

 

კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს. სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანი.

 

დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით", - წერს ზურა ჯაფარიძე. 

წაკითხვა 371 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.