May 10, 2024

ძალიან ცოტა დარჩა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინები - რა ინფორმაციას ავრცელებს კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - "კურევაკის" მესამე ფაზის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული კვლევების თანახმად, ვაქცინამ მხოლოდ 47 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა.

კულუმბეგოვის თქმით, სულ უფრო ცოტა რჩება უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, ამიტომ ალერგოლოგი მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად აიცრან ხელმისაწვდომი ვაქცინებით. 

 

"კურევაკი (CureVac) - გერმანული წარმოების mRNA ვაქცინა (ფაიზერის და მოდერნას ანალოგი), რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობდი, სამწუხაროდ მესამე ფაზის კვლევის წინასწარი შედეგებით მხოლოდ 47%-იანი ეფექტიანობას აჩვენებს. ევროკავშირის ქვეყნებს წინასწარ განაცხადი ქონდათ გაკეთებული 400 მილიონი დოზის შესყიდვაზე.

 

ძალიან ცოტა დარჩა სამწუხაროდ ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა, ამიტომ გავიკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია. ყველაზე საუკეთესო გზა თავი დავიცვათ დელტა (ინდური) ვარიანტისთან მაინც არის ვაქცინაცია!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაკითხვა 397 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.