May 12, 2024

ქვეყანას სამარცხვინო პრემიერი ჰყავს - სერგო ჩიხლაძე

ქვეყანას ჰყავს სამარცხვინო პრემიერი! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე წერს.

"პრემიერი, რომელიც შერჩევითად კითხულობს კონსტიტუციას, პრემიერი, რომელიც ახალისებს ძალადობრივ და რადიკალურ ჯგუფებს, პრემიერი, რომელსაც 10 მშვიდობიან მომიტინგეზე ასობით ჩაჩქანიანი და ფარიანი რობოკოპი გამოჰყავს, ხოლო ძალადობრივი ჯგუფების გასანეიტრალებლად რამდენიმე კინკილა პოლიციელს უშვებს!

 

საბოლოო ჯამში, სიძულვილი, კარვების დარბევა, ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობა და ანტიდასავლური ისტერია წაახალისა პრემიერმა,"- წერს სერგო ჩიხლაძე.

წაკითხვა 249 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.