May 11, 2024

ჩვენ ამის ფასს გადავიხდით! შეიძლება ქართული შტამიც მივიღოთ - გიორგი ფხაკაძე

არ ვისწავლეთ შეცდომებზე. წელსაც არჩევნებია. ვაკეთებთ იმავეს, რასაც შარშან, ოღონდ უარეს ფორმებში. ხდება წინასაარჩევნოდ ხალხის მობილიზაცია, შეხვედრები - ისე იქცევიან, თითქოს ვირუსი საერთოდ არ არსებობს. ჩვენ ამის ფასს გადავიხდით. - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

"ქვეყანაში შეზღუდვები მოიხსნა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში ვაქცინა ჩამოტანილი არ იყო. ჩვენ მივდივართ ჯოგური იმუნიტეტის გზით. მსოფლიოში ყველა მეცნიერი ამბობს, რომ ჯოგური იმუნიტეტი არ მუშაობს. ჩვენ ყველაფერს ისე უკუღმა ვაკეთებთ, შეიძლება, ქართული შტამიც მივიღოთ. ჩვენსავით არც ერთი ქვეყანა არ იქცევა.

საქართველოში ყველაზე დიდი ანტივაქსერული დაწესებულება არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ის ეწევა საბოტაჟს და აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდეს.

რატომ არის NCDC აუღებელი ციხე-სიმაგრე?! უამრავი შეცდომა დაუშვეს და მხოლოდ ახლა შევიდა აუდიტი. აქამდე უნდა შესულიყო! ვაქცინაციის კამპანია არ წარმოებს, 22 სხვადასხვა „სოფტია“ შექმნილი და ვაქცინაციაზე დაცული სოფტი ვერ გააკეთეს.

ან ის რას ნიშნავს, NCDC-ის ხელმძღვანელი რომ გამოდის და აცხადებს, სანამ ხალხი არ იტყვის, არ წავალო?! ეს არჩევითი თანამდებობაა?! მაშინ, როგორც ამერიკაშია შერიფის არჩევა, ჩვენთანაც შემოვიღოთ წესად და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელიც და ჯანდაცვის მინისტრიც ავირჩიოთ. არ ვარ წინააღმდეგი" - ამბობს ფხაკაძე.

წაკითხვა 378 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.