May 11, 2024

ბოლოს და ბოლოს შეიგნოს ერმაც და ბერმაც - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

ბოლოს და ბოლოს უნდა შეიგნოს ერმაც და ბერმაც, რომ მოსეს რჯული და მისი კანონები (ხშირად ძალიან მკაცრი) მიცემული იყო ექსკლუზიურად ებრაელებისთვის, რათა უფლის რჩეული ერი წმინდად შენახულიყო ქრისტეს მოსვლისთვის.

ამას ეძღვნება მთელი გალატელთა მიმართ წერილი პავლესი ახალ აღთქმაში - ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

"თქვენო, ეუბნება მოციქული არაებრაელ ქრისტიანებს, არა ხართ ვალდებული დაიცვათ მოსეს რჯული, რადგან ახლა უკვე ქრისტეს რჯულს ექვემდებარებითო. ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს. მათი ცოდნა საჭიროა, მაგრამ არა მათით ხელმძღვანელობა. იცხოვრეთ ქრისტეს რჯულით. იყო ებრაელთათვის მოსეს რჯულში მძიმე ცოდვისთვის ქვით ჩაქოლვა, მაგრამ იესო ქრისტემ მოგვცა სხვა უფრო მაღალი და ღვთაებრივი რჯული. როცა მრუში ქალი მიუყვანეს და სთხოვეს დასტური მის ჩასაქოლად, ქრისტე, თავადაც ებრაელი, იუდეველი და რჯულის მორჩილი, არ არღვევს მოსეს რჯულს და არ ამბობს, რომ ჩაქოლვის ღირსი არ არის ქალი რჯულის მიხედვით, მაგრამ ეუბნება: მის მოსაკლავად მან ისროლოს პირველი ქვა, ვინც თავად უცოდველიაო. ამას კი ვერავინ იტყოდა იქ მდგომთაგან, ყველა თავადაც ცოდვილი იყო მრუშობის ცოდვით, თუ საქმით არა, ფიქრით და სურვილით მაინც. ამიტომ მხილებულებმა დაყარეს ქვები და ვეღარ ჩაქოლეს ცოდვილი. ესაა სწორედ ქრისტეს რჯული, ღვთის მონებისთვის კი არა, არამედ უკვე ცოდვის მონობიდან გამოსყიდული ღვთის შვილებისთვის მოცემული, ბევრად მაღალი და ღვთაებრივად განმარტებული. თუ საკუთარი შვილი არ გისმენს, არ გემორჩილება და მტრად მოგეკიდა, ხელი კი ნუ აგქავდება მის საცემად და დასასჯელად, არამედ დაფიქრდი: თავისუფალი ხარ დანაშაულისგან მის წინაშე? მისი დაბადებიდან, სულ თოთოობიდან ყველაფერი სწორად და მართებულად გააკეთე მის აღზრდაში? არაფერი შეგშლია და არ შეგიცოდავს მის წინაშე? ასე უნდა ფიქრობდეს ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი მშობელი.

 

P.S. ისე, მრუშობისთვის ანუ მეუღლის ღალატისთვის და მკითხაობა-ცრუმორწმუნეობისთვისაც ქვით ჩაქოლვა იყო მოსეს რჯულში. რამდენი ვერ გადარჩებოდა სიკვდილს, მოსეს რჯულით რომ ვხელმძღვანელობდეთ დღეს?!" - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

წაკითხვა 370 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.