May 12, 2024

უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ველურებმა, ყველას კარზე მოაკაკუნებენ - ზურა ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ველურებმა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დაადგენს სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზა. სრულიად სტერილური უნდა იყო რომ დაიჯერო, რომ ლექსოს გარდაცვალება კავშირში არაა 5 ივლისს მის სასტიკ ცემასთან. ყველანი სულელები ხართ ვინც ამ მკვლელობაში საპატრიარქოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ. ყველანი სულელები ხართ ვინც ამ მკვლელობაში ოცნების პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ. უარესი სულელები ხართ ვინც ახლა მათ სევდიან სახეებს და "ძალადობას ვგმობ" მესიჯებს ჭამთ და დაიჯერებთ რომ ეს ძალაუფლების გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი უსინდისო, მოძალადე ხალხი რაიმეს ინანიებს ან რაიმეს განიცდის. 

 

ეს იყო მათი მიზანი და ესაა დღესაც - ტერორი, რომ ვერავინ გაბედოს ხმის ამოღება და მათი, საპატრიარქოს და ოცნების ძალაუფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მაგრამ ყველაზე სულელები ხართ ისინი, ვინც ფიქრობთ რომ თქვენ არ შეგეხებათ ეს ბოროტება ყველას კარზე მოაკაკუნებენ, ყველას სისხლს დალევენ ვინც წინ აღუდგება არავის გადადგომა და არანაირი ფორმალური სამართლებრივი პროცედურები ამ რეალობას არ შეცვლის ესენი უნდა წავიდნენ საპატრიარქო და ოცნება ერთად ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ რუსული ბოროტების პარპაში ამ ქვეყანაში 2 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე და შემოხაზეთ ვინც გინდათ, ოღონდ არა 41 ვინც გინდათ, გარდა 41-სა კართაგენი უნდა დაინგრეს!" - წერს ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე. 

წაკითხვა 353 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.