May 11, 2024

დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი - რას წერს ინგა გრიგოლია

ბოიკოტს გიცხადებთ და კომენტარებს აღარ მოგცემთო "ოცნებამ". ასე თუ შევაშინებდით ჟურნალისტები, ნამდვილად არ მეგონა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "პირველის" ყოფილი გენერალური დირექტორი და "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია წერს. 

"უყურეს ერთი დღე, კანცელარიაში როგორ მიადგათ მედია, ლექსოს სურათებით და პროტესტით... 

 

მეორე დღეს- როგორ მიადგნენ იუსტიციის მინისტრს, მერე-პრემიერს, როდის გადადგებითო, დღეს უკვე ბათუმში, საკრებულოს წევრებს როგორ მიადგნენ პროტესტით და ლექსოს სურათებით ... 

 

ხომ ვერ იტყოდნენ, გვეშინია ამათიო და ბოიკოტს გიცხადებთო. აბა, წინასაარჩევნოდ ვის უნდა ახლა მედიის მწვავე კითხვები და მარტო იმათ გავცემთ პასუხს, ვისგანაც საფრთხე არ მოდისო, იფიქრეს. მართლა შეუშინებია მედიას ესენი. დღეს საბოლოოდ დავწმუნდი)). 

 

ხოდა, ეგეთები გვინახავს? ესეც გაივლის! მედიას კი ვერავინ მოერევა !" - აღნიშნავს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 612 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 15 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.