May 11, 2024

"ეს გრძნობა კიდევ უფრო მიმძაფრდება" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე

კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

ღოღობერიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კონკრეტულ ისტორიას იხსენებს და ადამიანური ურთიერთობების შესახებ წერს:

 

"მე ვარ ძალიან მეწვრილმანე ადამიანი და როცა საქმე ჩემ მანქანას ეხება, იქ ეს გრძნობა კიდევ უფრო მიმძაფრდება…

 

ჩემი მანქანა კიდევ შვილივით მიყვარს… ჰოდა, სანამ მანქანას გამიკეთებდნენ, ხელოსნებს და ბანკს ლამის სული ყელში ამოვუყვანე, იმდენჯერ ვაწუხებდი…

 

ჰოდა, როცა როგორც იქნა გააკეთეს და მივედი ჩემი მშვენიერის წამოსაყვანად, ადგილზე პირდაპირ დირექტორი დამხვდა… ვიფიქრე, ახლა ალბათ მაგინებს-მეთქი, მაგრამ ისე თბილად მიმიღო და ისე კარგად შემხვდა, გაოცებული დავრჩი…

 

ადამიანი ძალიან საყვარელი იყო და აქეთ მომიბოდიშა…

 

ამ პოსტით იმის თქმა მანდა, რომ ყველაზე დაძაბულ სიტუაციებშიც კი სიყვარულით და მშვიდობით მიდგომა უფრო მეტად დაფასებადია, ვიდრე ემოციებს აყოლა და აგრესიითვე პასუხი", - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 382 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.