May 11, 2024

"გავიმარჯვე, კორონა აღარ მომეკარება" - 90 წლის ბლოგერი

90 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა და პასუხი უარყოფითია.

 

ლამარა აბჟანდაძეს "ასტრაზენეკას" ვაქცინა აქვს გაკეთებული. ამბობს, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, შესაძლოა, ვაქცინაციასაც უკავშირდებოდეს.

 

"მე მგონი დავამარცხე ავადმყოფობა. დღეს უკვე კარგად ვარ. არ ვიცი, აცრამ მიშველა, თუ ჩემმა შემტევმა ხასიათმა. მოკლედ, არ ვუშინდები.

 

ტესტის პასუხი ახლახან გავიგე, უარყოფითია. გავიმარჯვე, კორონა აღარ მომეკარება. ასეც მწამდა", - წერს ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 368 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.