May 12, 2024

"ნუთუ მართლა ღირს ეს ქორწილები, კონცერტები, და სხვა ტიპის თავყრილობები ამდენი ადამიანის სიცოცხლედ?"

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მედიკოსი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ თუ წესებს არ დავიცავთ, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი გარდაუვალია.

 

"თუ არ დავიცავთ პრევენციის წესებს, არ ავიცრებით და ყველა შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ კორონავირუსისთვის გავრცელების არეალის შესაზღუდად;

 

- ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი გარდაუვალია.

 

- ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი არ ნიშნავს მხოლოდ არასაკმარის საწოლებს. კოლაფსის ნაწილია გამოფიტული სამედიცინო პერსონალი, ამოწურული ტექნიკური შესაძლებლობები, ქაოსი რეგულაციებში და ა.შ.

 

- გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი ნიშნავს, კოვიდის გარდა ყველა სხვა სამედიცინო პრობლემისთვის არასაკმარის ყურადღებას. მაგალითად, პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით, ინსულტით, გულის უკმარისობით, პანკრეატიტით და ასე შემდეგ, ვერ მიიღებენ სამედიცინო დახმარებას რადგან მათთვის ფიზიკურად ადგილები აღარ დარჩება.

 

უკეთეს შემთხვევაში, მოუწევთ ისეთ გარემოში მკურნალობა სადაც კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი საფრთხეა. რამდენად ადვილი იქნება ამა თუ იმ მწვავე დაავადებას თანდართული კოვიდის უსაფრთხოდ გადატანა თავად განსაჯეთ...

 

ასე დაიღუპა ამერიკაში უამრავი ადამიანი სახლში, სხვა არაკოვიდური დაავადებებით, პანდემიის პირველ კვირებში. ფიზიკურად ჰოსპიტლებს არ ჰქონდათ არანაირი რესურსი მათ მისაღებად.

 

ნუთუ მართლა ღირს ეს ქორწილები, კონცერტები, და სხვა ტიპის თავყრილობები ამდენი ადამიანის სიცოცხლედ?", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 353 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.