May 11, 2024

ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი და არაპოპულისტი მთავრობები - გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება:

 "სხვადასხვა ქვეყნებში აცრა სავალდებულოა:

1. საჯარო მოხელეებისთვის;

2. სამედიცინო პერსონალისთვის;

3. შეიარაღებული ძალებისთვის;

4. საპოლიციო ძალებისთვის;

5. რესტორნების, ბარების და სპორტ დარბაზების თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის;

6. ღამის კლუბების ვიზიტორებისთვის;

7. აშშ-ს ტოპ 25 უნივერსიტეტმა სავალდებულო გახადა აცრა სტუდენტებისთვის;

8. აცრის დამადასტურებელი ცნობა საჭიროა საჰაერო და სარკინიგზო გზით მგზავრობისთვის;

 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბავშვებში აცრის ვალდებულება თითქმის საუკუნეს ითვლის (წითელა, ყბაყურა, წითურა).

 

ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი და არაპოპულისტი მთავრობები!!!

 

პ.ს. უმეტეს ქვეყნებში აცრისგან თავისუფლდებიან პირები, სამედიცინო და რელიგიური მიზეზებით. ამ შემთხვევაში მათ ევალებათ წარადგინონ ყოველ კვირეული კოვიდ ტესტის შედეგი და მათზე ვრცელდება შეზღუდვები,"-წერს გიორგი ქადაგიძე.

 

წაკითხვა 260 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.