"უკიდურესაც დაჭიმულია პოლიტიკური ზამბარა და "ოცნება" ვერ აცნობიერებს რა შეიძლება მოჰყვეს ამას"

პოლიტიკური სიხარბე და ყველაფრის ფასად კომფორტის შენარჩუნება ზუსტად ის სენია, რომლითაც მმართველი პარტია იმეორებს ყველაზე ცუდს, მანკიერს. არ ტოვებს სივრცეს განსხვავებული მოსაზრების ადამიანებისთვის, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია წერს.

 "არაფერი ახალი, ისევ გაყალბების გზით და ისევ პოლიტიკურ დუელში ხალხის გამოწვევა!

 

გაუსწორეთ თვალი "ოცნების" კანდიდატებს - მათი დიდი ნაწილი არის წინა ხელისუფლების პორტირებული მოძალადეები.

 

სად ებრძვიან "ნაცმოძრაობას" - აბსოლუტური უმრავლესობა ახლა "ოცნების" შიგნითაა.

 

აი ამას ემიჯნებოდა ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ქუთაისი , თელავი, რუსთავი … და დედაქალაქიც.

 

ეს აჩვენა 2 ოქტომბრის შედეგებმა!

 

და 30 ოქტომბერს ეს ზღვარზე გასული ციფრები უფრო მეტად ამყარებს ცვლილების სურვილის ფაქტს.

 

უფრო მეტად აჩვენებს, რომ ამდენი უკანონობის და მოსყიდვის მიუხედავად , რამდენი ადამიანია ვისაც უნდა ცვლილება.

 

უკიდურესაც დაჭიმულია პოლიტიკური ზამბარა და "ოცნება" ვერ აცნობიერებს რა შეიძლება მოჰყვეს ამას!

 

შეუძლებელია შეეგუო თავსმოხვეულ უსამართლობას.

 

შეუძლებელია ასე ძალაუფლების შენარჩუნება!

 

წალენჯიხამ შეძლო? შეძლებენ სხვებიც,"-წერს ეკა ბესელია

წაკითხვა 285 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.