"უნდა გაგაწბილოთ" - რას წერს კულუმბეგოვი აცრილებზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვო სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს. 

ექიმის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების 99% აუცრელია. 

 

კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ კოვიდით აცრილებიც ავადდებიან, თუმცა, მათ უმეტესობას ვირუსი მსუბუქად, სახლის პირობებში გადააქვს.

 

"რეანიმაციულ განყოფილებებში 99% აუცრელი პაციენტია. ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანია აცრილი, თქვენ ფიქრობთ ისინი საერთოდ არ ავადდებიან? უნდა გაგაწბილოთ, აცრილებიც ინფიცირდებიან კოვიდით, მაგრამ ეს ხალხი უმეტეს შემთხვევაში სახლში მკურნალობს, შესაბამისად ნაკლებად ხდება კლინიკების გადატვირთვა და სამედიცინო პერსონალის გამოფიტვა. მასობრივი ვაქცინაციის მიზანიც ესაა - კოვიდსასაკლაო გადავაქციოთ მართვად პანდემიად!", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 385 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.