"ლარის არასტაბილურობის მიზეზი ეროვნული ბანკის შეცდომები იყო" - რომან გოცირიძე

ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი არის ეროვნული ბანკის  მიერ კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების( ე.წ. რეფინანსირების სესხები)  მნიშვნელოვანი შემცირება ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მისი მოცულობა თითქმის ერთი მილიარდი ლარით შემცირდა-2,63 მილიარდი ლარიდან 1,64 მილიარდ ლარამდე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე წერს.

"სესხების შემცირების მიზეზებს არ მოვყვები. არაა ეს დამოკიდებული მხოლოდ რეფინანსირების მაღალ საპროცენტო განაკვეთზე(10,5 პროცენტი). 

 

ეროვნული ბანკის შეცდომები იყო პირველ რიგში ლარის არასტაბილურობის მიზეზი, როცა ანგარიშს არ უწევდა რეფინანსირების სესხების როლს და ფაქტობრივად, კომერციული ბანკების ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, ანუ ჰაერიდან ქმნიდა ფულს. ზოგიერთ პერიოდში მისი მოცულობა სამ მილიარდ ლარსაც კი აჭარბებდა, რაც ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის მიზეზი ხდებოდა. 

 

ლარის გამყარებას სხვა მიზეზებიც აქვს, მაგრამ როგორც გამყარებაში ასევე გაუფასურებაში არის ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი(ბრალი),"- წერს რომან გოცირიძე.

წაკითხვა 420 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.