April 27, 2024

"ამ განზრახ ჩადენილ ისტორიულ ბოროტებას ჰყავს კონკრეტული ავტორი და შემსრულებლები"

"ევროპარლამენტმა ქოცრეჟიმს ყაველაშვილზე უარესი ჩაუტარა. თავად განსაჯეთ,- წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მას არგუმენტად ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მოჰყავს.

 

"ეს გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშიდანაა:


"2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო."


"დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათან კარგავენ საკუთარ არსს, მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად ახორციელებს ძალაუფლებას ხელში ჩაგდების კონცენტრირებას [sic], ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის.“


„მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების დაკავებები, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არაეფექტური გამოძიება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება."


"სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა ხელი შეუშალა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას. აღსანიშნავია მოსამართლეთა ნაჩქარევი და გაუმჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის მარცხი და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები."


„შენელდა ანტიკურუფციული რეფორმები, მაღალი დონის კორუფციის ეფექტური გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა კი მთავარ გამოწვევად რჩება".


„მედიის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გარემო, რომელშიც ჟურნალისტები მუშაობენ, უფრო რთული გახდა პოლიტიკური ჩარევის, ასევე ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო.“
...კი მარა, ნუთუ არაფერი კარგი არ ხდებაო? - იკითხავს ქოცი. როგორ არა, განა დაუნახავები არიან? კარგიც აღნიშნულია! აი, ნახეთ:


„თუმცა, პროგრესი მიღწეულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, - აღნიშნულია დოკუმენტში"
სამწუხაროდ, სხვა პოზიტივი ვერ მოიძებნა.

 

გული მიკვდება, როცა ვიხსენებ, რა ქვეყანა ჩაიგდო ხელში ივანიშვილმა ბედუკაძე-რაფალიანცის სპეცოპერაციით და რა დამართა მას. საათივით აწყობილი მუშაობდა ყველაფერი. ხელფასი და პენსია ყოველ წელს იზრდებოდა, ლარი ყოველ წელს მყარდებოდა, ინფრასტრუქტურა შენდებოდა, ეკონომიკურად და ენერგეტიკულად დამოუკიდებლები ვიყავით, ხალხი იმედიანად იყო... მარტო 2-3 მიმართულება იყო შესაცვლელი (ციხე, სასამართლო, მედია).

 

ახლა? მტერს ამაზე უარესი რა უნდა ექნა? კისრამდე ქოცში ჩააწო ივანიშვილმა რეგიონისთვის სანიმუშო სახელმწიფო, რომელიც 2006-2011 წლებში მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ რეფორმატორად დასახელდა.

 

ამ განზრახ ჩადენილ ისტორიულ ბოროტებას ჰყავს კონკრეტული ავტორი და კონკრეტული შემსრულებლები. ყველა მათგანს უნდა მოეთხოვოს პასუხი - კანონის სრული სიმკაცრითა და მათივე დადგენილი სამართლებრივი სტანდარტით, - წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 464 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.