May 12, 2024

"მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი იყო, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული"

 
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

 

როგორც ექსპრეზიდენტი "ფეისბუკში" გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, ისტორიული და ძალიან მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული.

 

"ისტორიული 2 დღე ევროპის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. ისტორიული და ძალიან მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული. ბედნიერი ვარ, რომ ევროპას არ ვავიწყდები და მათი უმაღლესი ტრიბუნიდან, რომლიდანაც არაერთხელ გამოვსულვარ, აჟღერებენ ჩემს მიმართვას, რომ არ ჩაგვტოვონ პოსტსაბჭოთა ჭაობსა და რკინის ფარდის იქით.

 

ევროპული სოლიდარობა ნიკასა და ჩემს მიმართ მართლაც დასაფასებელია, მაგრამ მთავარი ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობაა.

 

ჩვენ აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და ქვეყანაში ქართველი ხალხი საკუთარი ხელით და დასავლეთის დახმარებით შეცვლის ყველაფერს. ჩვენს შვილებს კი აღარ მოუხდებათ ევროპაში გადახვეწა, არამედ ისინი სახლში დარჩებიან და ევროპა მოვა ჩვენთან. ყინული დაიძრა და გაგრძელება აუცილებლად იქნება," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

წაკითხვა 229 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.