ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის „ჰაიმარსის“ გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას კონგრესმენი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

კინზინგერი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, მან შეიძლება ცეცხლი გახსნას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

„რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს...შესაძლოა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, მან ცეცხლი გახსნას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ჰაიმარსი“ საქართველოს!“- განაცხადა კინზინგერმა.

წაკითხვა 226 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.