May 10, 2024

"ამ მიზნისათვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს დუგინის გაწირვა"

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში დარია დუგინას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:

მისი თქმით, დარია დუგინა ნამდვილად რუსების ხელით იქნება მოკლული. 

 

"მსგავსი რამეები რუსეთში მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ხდება. დარია კი არა, იმპერატორი ალექსანდრე მეორე და პრემიერი-მინისტრი სტოლიპინი მოკლეს. სხვა შორის, ალექსანდრე ააფეთქეს.

 

უკრაინელების მხრიდან მსგავსი რამის გაკეთება პრაქტიკულად გამორიცხულია. დუგინის მოკვლა მათ ბევრს არაფერს მისცემდა. პირიქით, როცა სხვა ყველაფერთან ერთად საინფორმაციო ომში ხარ ჩართული, მოწინააღმდეგე მხარეს ასეთი ოდიოზური ფიგურის არსებობა გაწყობს კიდეც. გარდა ამისა, მსგავსი ნაბიჯი უკრაინას რეპუტაციულად დააზარალებდა დასავლეთში; რაც არ უნდა მონსტრს ეომებოდე, ტერაქტის მოწყობა არ არის ლამაზი, მითუმეტეს როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ხარ.

 

არც კრემლის გაკეთებული მგონია. ცხადია შეიძლება გაგვახსენდეს საცხოვრებელი კორპუსების საეჭვო აფეთქება რუსეთში რასაც მალე ჩეჩნეთში ახალი ომი მოჰყვა. მაგრამ უკრაინაში ომი უკვე დიდი ხანია მიდის. ტერაქტი წესით არც კიევის შესაძლო დაბომბვის გამართლებად უნდა დასჭირდეთ. თუ რამეა კიევის დაბომბვას ყირიმის დაბომბვით გაამართლებენ (თუკი ცხადია რუსებს აქვთ კიევის დაბომბვის შნო).

 

და მაინც, არსებობის უფლება აქვს კიდევ ერთ, კონსპირაციულ ვერსიას: ეს რაღაც დაჯგუფება, რომელიც აშკარად დუგინს უმიზნებდა და მისი შვილი შემოაკვდა, შეიძლება ეფესბეს (ანუ, მაინც კრემლის) პროექტია. პროექტი შექმნილი იმ მიზნით რომ ქვეყნის შიგნით ახალი რეპრესიები გაჩაღდეს და მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად დაირაზმოს როგორც გარე, ასევე შიდა "მტრების" წინააღმდეგ. ამ მიზნისათვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს დუგინის გაწირვა რომელსაც რუსეთის მთავრობაში და სპეცსამსახურებში სერიოზულად არავინ უყურებს,"- წერს თორნიკე შარაშენიძე.

 

ცნობისათვის, ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა. რუსული მედია საშუალებების ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინმა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სხვა ავტომობილში ჩაჯდა.

წაკითხვა 247 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.