May 10, 2024

"ხერსონის მიმართულებით სერიოზული ბრძოლებია, დინამიკა პოზიტიურია, მაგრამ ინფორმაციის შეზღუდვა აუცილებელია!"

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"სამხრეთის მიმართულებით ჩვენები გემრიელად უტევენ! არ ვიცი კიდევ რამდენი საწყობია დარჩენილი ხერსონის ტერიტორიაზე, მაგრამ მათი განადგურების ტემპები ნამდვილად საშურია! გუშინ კიდევ 5 ასეთი საწყობი ააფეთქეს ჩვენებმა! ასევე მცდელობები იყო მდინარეზე ახალი ბარჟას აგების და მდინარის გადალახვის! რა თქმა უნდა, მორიგი 100-ეული ცურვა ცურვით დააწვა იოსიას კონცერტზე! ტანკები, საზენიტო დანადგარები და ჯავშანტექნიკა კი იქცა ჯართად! 

 

ვინც ყურადღებით ეცნობა უკრაინის ფრონტის ხაზებიდან ამბებს, მიხვდებოდა, რომ შეტევა არა მხოლოდ ხერსონის მიმართულებით მიდის! სერიოზული ამბებია მელიტოპოლშიც! თან იქ პარტიზანები მაგრად მუშაობენ! გუშინ ღამე ჰაიამარასებით მელიტოპოლის აეროდრომზე განთავსებულ საწყობს ისეთი მოხვდა, რომ დეტონაცია რამდენიმე საათი გრძელდებოდა! რაც აღადგინა ურდომ მაგ აეროდრომზე, ისიც მოირღვა და მოინგრა ისევ!

 

გუშინ კიდევ 2 ვერტმფრენი დამიწდა სამისდღემჩიოდ და 4 უპილოტო საფრენი აპარატი! ამასობაში ხერსონში კიდევ ისევ აიწყვიტეს ჩვენმა "ბაირაქტარებმა"! ავიაცია კიდევ ანადგურებს ურდოს რადარებს ამერიკული რადარსაწინააღმდეგო რაკეტებით! 

 

აღმოსავლეთში სამივე მიმართულებაზე აკვდება ჩვენს თავდაცვით ზღუდეებს ურდოს ცოცხალი ძალა და ტექნიკა! თანაც პუტლერმა ახალი თარიღი ჩამოკიდა, 15 სექტემბრამდე დონეცკის ოლქი უნდა "გათავისუფლდესო"! კობზონი ხარობს, ასობით ახალი ორკი მის კონცერტზე ჩქარობს!

 

ურდოს კონტრიერიშის მცდელობა აქვს სამხრეთშიც, მაგრამ წარუმატებლად! 

 

ზაპოროჟიეში როგორც იქნა ჩავიდა ატომური ენერგიის სააგენტოს მისია! მაგრამ ურდო რისი ურდოა, ჯერ მთელ ნახევარი დღე, სანამ ეს ხალხი გზაში იყო, მარშრუტზე ტერიტორიებს ბომბავდნენ! მერე რომ ჩავიდნენ, ზაესის უკრაინელები არ დაალაპარაკეს მისიას და მარტო როსატომის ტიპები უბერავდნენ პროპაგანდას; საერთაშორისო მედია ხომ არ დაუშვეს და ზაესზე განლაგებულ სამხედრო ტექნიკაზე თქვეს, ეს ქიმიური თავდაცვის ძალების აღჭურვილობააო! ურდოსგან სხვას ვინ რას ელოდა?!

 

ერთი შეხსენებაც: ხერსონის მიმართულებით ძალიან სერიოზული ბრძოლებია! დინამიკა პოზიტიურია, მაგრამ ინფორმაციის შეზღუდვა აუცილებელია! მერე უფრო მაგრად გავიხარებთ, როდესაც ხერსონის თავზე და არა მხოლოდ, უკრაინის დროშა აფრიალდება! პროცესი დაწყებულია და შეუქცევადია!

 

უკრაინა გაიმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!"-წერს ალექსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 240 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.