May 10, 2024

"მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3 კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის"

მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3 კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის. ამას მოჰყვება მთელი სამხრეთი ფლანგის ჩამოშლა. ყირიმის სახმელეთო დერეფნის ჩაკეტვა და ლუგანსკის მთელი ოლქის გათავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც „ფეისბუქში“ მის გვერდზე გავრცელდა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული წლის ბოლომდე დონეცკისა და მარიუპოლის აღება, რაც მომავალი წლისთვის მხოლოდ ყირიმს მოიტოვებს. თუმცა, როგორც სააკაშვილი დასძენს, უკვე წელს, უკრაინა გამარჯვებით დაასრულებს ამ კამპანიას, რასაც აუცილებლად მოჰყვება რუსეთის შიგნით ჩამოშლა.

 

„გერმანიამ ორი ჰაიმარსის მსგავსი სისტემა გადმოგვცა. 50 ბე-ტე-ერი „დინო“ და სლოვენიის გავლით 26 ტანკი. ასევე, საბერძნეთი გერმანიასთან მოლაპარაკებით აგზავნის 60 ბე-ემ-პეს. უახლოეს კვირებში შემოვა გერმანული, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანტისაჰაერო სისტემა. ბრიტანეთმა იარაღით დახმარებისთვის უპრეცედენტო, 2.6 მილიარდი დოლარი გამოჰყო.

 

საინტერესოა, რომ რუსეთი კოლონიებში კრიმინალებს აგროვებს. ხოლო უკრაინის მხრიდან ელიტა ომობს - ბანკირები, ჩემი ნაცნობი ცნობილი იურისტები, წარმატებული მენეჯერები და ისინი წინასწარ მომზადებას ნატოს ქვეყნებში გადიან. კონტრასტი სახეზეა და ჩემი აზრით, ამ ომში უკრაინის მთავარი უპირატესობაა.

 

მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის. ამას მოჰყვება მთელი სამხრეთი ფლანგის ჩამოშლა. ყირიმის სახმელეთო დერეფნის ჩაკეტვა და ლუგანსკის მთელი ოლქის გათავისუფლება. არ არის გამორიცხული წლის ბოლომდე დონეცკისა და მარიუპოლის აღება, რაც მომავალი წლისთვის მხოლოდ ყირიმს მოიტოვებს. თუმცა, უკვე წელს, უკრაინა გამარჯვებით დაასრულებს ამ კამპანიას, რასაც აუცილებლად მოჰყვება რუსეთის შიგნით ჩამოშლა," - წერს სააკაშვილი.

წაკითხვა 274 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.