May 10, 2024

"უკრაინელები ძალიან მშვიდად ხვდებიან რუსულ მობილიზაციას, ვინაიდან ორი ერთზე უპირატესობა აქვთ ცოცხალ ძალაში"

მე ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, როგორც იქნა უკრაინელებმა ისწავლეს ირანული დრონების ჩამოგდება, ოდესაში დღეს სამიდან სამივე გაანადგურეს.

 

“სალივანის და ბლინკენის ძალიან მკაცრი გაფრთხილების, რომ ამერიკა მომენტალურად უპასუხებს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მცდელობას, შემდეგ რუსეთის პროპაგანდისტებმა და პოლიტიკოსებმა ფირფიტა გადაატრიალეს. აშკარად ბევრად ნაკლებად ისმის ბირთვული იარაღით მუქარა.

 

როგორც იქნა უკრაინელებმა ისწავლეს ირანული დრონების ჩამოგდება, ოდესაში დღეს სამიდან სამივე გაანადგურეს, იგივე მოხდა ნიკოლაევში. ბლინკენმა ასევე პირველად განაცხადა რომ ამერიკა იხილავს 500კმ-ის რადიუსის მქონე ატაკამსის რაკეტების გადაცემას, რაც ნიშნავს, რომ ისინი სულ მალე უკრაინაში აღმოჩნდება. მათ ასევე მიყვება ნასამსის მძიმე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რაც მკვეთრად გააძლიერებს ჩვენების პოზიციებს. უკრაინელები ძალიან მშვიდად ხვდებიან რუსულ მობილიზაციას, ვინაიდან ჯერ ერთი, ახლა უკრაინელებს ორი ერთზე უპირატესობა აქვთ ცოცხალ ძალაში. მეორე მიზეზი ისაა, რომ ამ ომში მსხვერპლის 93% არტილერიამ გამოიწვია და ჯარებს ახლო შეხება თითქმის არა აქვთ და რა თქმა უნდა, როგორც ზალუჟნიმ უწოდა “მოყვარული არმიის”, რომელიც ახლა შეჰყავთ მოტივაცია და მორალი ძალიან დაბალია და მათ შეიძლება გაძლიერების ნაცვლად მკვეთრად შეასუსტონ რუსული პოზიციები. მე ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის“,- წერს სააკაშვილი.

წაკითხვა 232 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.