"ფრონტის ხაზზე გუშინ შავი დღე ჰქონდა ურდოს ალიგატორებს" - ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 "ჰალელუია! უკრაინის ცა ჩაიკეტება! 

 

ყველაზე მაგარი ამბავია ეს! აშშ-ს გაერთიანებული შტაბების მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა "რამშტაინ 6"-ის შეხვედრაზე უკრაინის ინტეგრირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის სწრაფად შექმნის აუცილებლობაზე. "პეტრიოტის" და სხვა ჰსთ სისტემების მოწოდებას, პერსონალის მომზადებას და ამ შეიარაღებათა ერთიან სისტემაში მოყვანას დრო დაჭირდება, მაგრამ აუცილებლად გაკეთდება - თქვა გენერალმა მილიმ! 

 

ბრიტანელები და ჰოლანდიელები ჩამოვლენ რაკეტებს, გერმანელები მომავალ წელს კიდევ დამატებით ირის-ებს, ფრანგები თავის სისტემებს! 

გარდა ამისა, გერმანელები გადასცემენ თვითმავალ პანცერჰაუბიცებს და ფრანგები არტილერიის ღმერთად შერაცხილ ცეზარებს!

 

ურდო ამ ზამთარს გაატარებს, უფრო სწორად ვერ გაატარებს :)) გაიყინება და გაფიჩინდება, ჩვენებს კიდევ კანადა გადასცემს 500 ათას ზამთრის ფორმას! ჩმობიკების ცრემლები მერე ნახეთ თქვენ! 

 

პირველი 10 ათასი გაწვრთნილი და მომზადებული უკრაინელი ბრიტანეთიდან ბრუნდება ფრონტის ხაზზე და მათ მაგივრად სხვა 10 ათასი იწყებს მომზადებას! მასშტაბს ხვდებით ხომ?! 

 

ფრონტის ხაზზე გუშინ შავი დღე ჰქონდა ურდოს ალიგატორებს. 18 წუთში 4 ცალი ალიგატორი კა-52 დაასკდა მიწას! ცოტა მოგვიანებით მე-5 ც მოაყოლეს ჩვენებმა! 

 

ირანული შახიდ მოპწდ დრონების ცვენაც კარგი იყო გუშინ - 19 ცალი გაიფერფლა ცაში! გუშინ ღამე კიდევ 6 ცალი ჩამოაგდეს ჩვენებმა!

ხერსონის მიმართულებით მოთქვამენ ურდოს სამხედრო ბლოგერები, მაგრად აწვებიან უკრაინელები ბერისლავის მიდამოებში და ჭირს მათი შეტევების გაძლებაო! ასევე სვატოვოზეც ზუზუნებენ, იზრდება წნეხიო! მითქვამს, ელოდეთ მალე დიდ ბაბახებს ფრონტის ხაზებიდან!

 

ივლისიდან მოყოლებული მსოფლიოს "მეორე" არმიის "სვოდკაში" რო იწერება, ბრძოლები გრძელდება ბახმუტის დასახლების შემოგარენშიო, აი მართლაც რომ ქოქელემ გაზელემ აქედან რააა.

 

გაეროში პუტლერს ისევ დაეიმასექნა! მხოლოს ლუკაშამ, კიმ ჩენ ინმა, ბაშარ ასადმა და ნიკარაგუამ გააფიჩინეს ფეხები ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის დაგმობაზე! შესაშური სამეგობრო ჰყავს პუტლერ პუილოს დიქტატურის 22 წლის თავზე! 

 

ჭკვიანი რუსი და საერთაშორისო ეკონომისტები ძალიან მძიმედ აფასებენ ურდოს ეკონომიკურ მდგომარეობას წლის ბოლომდე და კატასტროფას პროგნოზირებენ მომავალი წლის პირველ ნახევარში! სანქციები არ მუშაობს, დასავლეთი იყინება და შიშმილით სული ძვეება ტიპებმა ლაპტები მოიმზადეთ, ექსკურსია მოეწყობა თქვენთვის დედუკა რაშკას სიღრმივკაში მალეე!!!

 

უკრაინა იმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს - პუტლერ/პუილოს ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ილეწება და ნადგურდება! 

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 210 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.