May 10, 2024

"მიყვარხარ, მონატრებულო ბიჭო!" - ინგა გრიგოლია სევდიან პოსტს აქვეყნებს

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ ჟურნალისტსა და მეგობარს, ლევან იგივე ჯაკო ჩხაიძეს იხსენებს.

„ყველაზე საყვარელი ჯაკოს დაბადების დღე დადგა.. უმისოდ..

 

მე კი ისევ ვერ ვიჯერებ და სულ მგონია, სადღაცაა, ჩამოვა და დამირეკავს.

 

მიყვარხარ, მონატრებულო ბიჭო!

 

საშინლად მენატრება შენთან მეგობრობის ბედნიერება  და შენი ხმის გაგონება.

დაბადების დღეს გილოცავ მანდ, სადაც ხარ.

 

ეს დღე მარტო  შენია!“  – წერს გრიგოლია.

 

ცნობისათვის, ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე, იგივე ჯაკო, 33 წლის ასაკში  2019 წელს ბუდაპეშტში გარდაიცვალა.

წაკითხვა 297 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.