"როგორც ჩანს ეს ზამთარი გადამწყვეტი იქნება, პუტლერი იკრებს ბოლო ძალებს, რომ შემოუტიოს ჩვენებს კიდევ ერთხელ"

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"ჩვენები მართლა ტიტანები არიან! სასწაულებს სჩადიან ბახმუტის, ავდეევკის, მარიინკის და იაკივლივკისთვის ბრძოლებში! რაც კი რამე ჰყავდა და ჰქონდა პრიგოჟინს, ყველაფერი მიაყარა დონეცკში ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაზე! აი ჭიპლარზე იფხრიწებიან, რომ ერთი სოფელი მაინც აიღონ! შემოიწევიან სამასი-ხუთასი მეტრით და ტეხენ ყიჟინას, გავარღვიეთო! გუშინ ყველა პატარა გარღვევა ამოიქოლა! ბრძოლები ამ წუთებშიც მიდის, მაგრამ მაგრად დგანან ჩვენი ბიჭები! განსაკუთრებით მეამაყება რომ ჩვენი ქართველი გმირები დგანან უმაგრესად, უხმაუროდ, უპიაროდ და იბრძვიან საკუთარი სიცოცხლის ფასად უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის! 

 

ლუჰანსკის კრემენნას მიმართულებაზე კაი კაი ამბები მოდის, ფაქტობრივად ჭაობებში მიიწევენ წინ ჩვენები! გაირღვევა მალე ისევ ლუჰანსკის ჩრდილოეთი! 

 

ზაპოროჟიე და ხერსონში, ისევე როგორც უშუალოდ დონეცკში და ლუჰანსკის ოლქში, სადაც საწყობი ნახეს ჩვენებმა, სადაც სათათბიროდ თუ ჩასაცეცხლად შეირიბა ურდოს აფიცრობა, ყველგან დაადუღეს! ავე ჰაიმარსებს! 

 

როგორც ჩანს ეს ზამთარი გადამწყვეტი იქნება! პუტლერი იკრებს ბოლო ძალებს, რომ შემოუტიოს ჩვენებს კიდევ ერთხელ! ბელარუსიდან თუ წამოვლენ, ალბათ ისევ კიევზე გაიფხაკურებს და ჩაქვესკნელდება კიდეც. თუმცა, მაინც უფრო დონეცკ-ლუჰანსკს მიაყრის ბოლო ძალებს! 

 

ჩვენები მანდაც დაუხვდებიან და ოქროს კაცი ზალუჟნი როგორც ამბობს, ერთ კაი შეტევას სულ მალე იქით მიუვარდებიან! მელიტოპოლი რაა, ფლზ ვალერი გენაცვალე! 

 

გენერალი დასავლეთს ეუბნება, მომეცით 300 ტანკი, 500 ჯავშანმანქანა და 400 ჰაუბიცა და გავალ ბოლოშიო! გავიხედავთ ერთ დღეს და მართლაც გაუგზავნიან ამ ყველაფერს! ასე იქნება! 

 

აშშ-ს კონგრესში დარეგისტრირდა ორპარტიული რეზოლუცია რაშკის გაერო-ს უშიშროების საბჭოდან განპანჩურიზაციის შესახებ! ამ რეზოლუციას მიიღებენ, მაგრამ პაწა დრო დაჭირდება ურდოს ჩამოლაბორანტებას! 

 

ევროპარლამენტმა აღიარა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად! 

 

ევროპული კავშირის საბჭომ დაამტკიცა 18 მილიარდიანი ფინანსური დახმარება 2023 წლისთვის. ასევე ევროკავშირმა გაზარდა სამხედრო დახმარების მიცულობაც! 

 

უკრაინა გაიმარჯვებს - პუტლერის ბოროტების იმპერია გაცამტვერდება! 

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 233 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.