"არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად და არც სააკაშვილის შემთხვევაში გავცემთ"

არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად,  არც გავცემთ, ვიდრე კლინიკაში იმყოფება, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

ნინო ნადირაძე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დასწრებას ითხოვს.

 

„არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად (უამრავი პროცესი იყო ჩანიშნული მაისიდან დღემდე), არც გავცემთ, სანამ კლინიკაში იმყოფება და ასე იყო ყველა პატიმარი პაციენტის შემთხვევაში. იგივე ხალხი, ვინც კატეგორიულად გვთხოვდა, ასეთი რეკომენდაცია არ გაგვეცა, ახლა პირიქით, დაჟინებით ითხოვს საპირისპიროს. ყოველთვის ვიმოქმედებთ პაციენტების ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. პაციენტი აგრძელებს თერაპიულ დეპარტამენტში დაკვირვებას და მკურნალობას“, – წერს ნინო ნადირაძე.

წაკითხვა 383 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.